თუ გიგი უგულავა თანხმობას განაცხადებს ამნისტიის გამოყენებაზე, იმ დღესვე შეწყდება საქმე -ამის შესახებ პროკურორმა ნათია გურულმა, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებთან განაცხადა, სადაც უგულავას ბრალდების საქმეზე, რომელიც ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ეხება, პროცესი გაიმართა.
„თუ ბრალდებული უგულავა თანხმობას განაცხადებს ამნისტიის გამოყენებაზე იმ დღესვე შეწყდება სისხლის სამართლის საქმე. თუმცა, მას ეს არ სურს. შესაბამისად, ჩვენც იძულებული ვართ მოვიყვანოთ ყველა ის პირი, ვინც საქმის გარშემო გამოკითხული და დაკითხულია და საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებეზე ინფორმაციას ფლობს. დღეს დაიკითხნენ აეროპორტის თანამშრომლები და სანფორმაციო ტექნოლოგიური ექსპერტი, რომელთაც მონაწილეობა ჰქონდათ მიღებული საგამოძიებო მოქმედებეში და მისი სისწორე დაადასტურეს“,- განაცხადა ნათია გურულმა.