თუ გუნდი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ დავტოვო თანამდებობა, დავემორჩილები – გომელაური

თუ გუნდი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ დავტოვო თანამდებობა, დავემორჩილები – შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა 5-6 ივლისის ძალადობრივ მოვლენებზე ქართულმა ოცნებამ აიღო, რაც მოძალადეების დასჯაში უნდა გამოიხატოს. მან ასევე განაცხადა, რომ თუ მისი გუნდი, გადაწყვეტილებას მიღებს, პოსტის დატოვებასთან დაკავშირებით, ის აუცილებლად დაემორჩილება.

“პოლიტიკური პასუხისმგებლობა აღებული გვაქვს ჩვენც და ჩვენს გუნდს. პოლიტიკური პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, მე ვთვლი ისაა, რომ უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც ჩაიდინა ძალადობა ჟურნალისტებზე. ასევე პოლიციელებზე და იყო რამდენიმე მოქალაქის თემა. თუ თქვენ გულისხმობთ თანამდებობის დატოვების თემას, რა თქმა უნდა, პრემიერი გვყავს ჩვენ, პოლიტსაბჭო, არის პოლიტიკური გუნდი, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება – უნდა დავტოვო თუ არა თანამდებობა, სწორად ვიმოქმედე თუ არა. თუ მიიღებს გუნდი გადაწყვეტილებას, რომ თანამდებობა დავტოვო, რა თქმა უნდა, მე გუნდის გადაწყვეტილებას დავემორჩილები”, – აცხადებს გომელაური.