ძალიან ბევრი სისხლიც დაიღვარა, კონფლიქტიც მოხდა კაცობრიობის ისტორიაში, რომ მივსულიყავით ამ ელემენტარულ ჭეშმარიტებამდე, რომ თითოეული ადამიანია ფასეული და ყველა თანაბარი უფლებებით უნდა სარგებლობდეს, მაგრამ ჩვენ მაინც ჯერ ვერ მოვახერხეთ ამ ყველასთვის სასარგებლო ჭეშმარიტების მიღება.
დღეს პრაიდის უფლება, რეალურად ყველას უფლებას იცავს, მათ შორის იმათ უფლებებს, ვინც დღეს იმუქრება. არ არსებობს ადამიანი ჩვენ საზოგადოებაში, ვისაც გამოხატვის და გადაადგილების უფლებით სარგებლობა არ ჭირდება. ამიტომ პრაიდის გამართვით ბევრად მეტს ვიცავთ და ვამკვიდრებთ, ვიდრე მხოლოდ ერთი ჯგუფის ინტერესებს.
ეს ყველაფერი უბრალოდ საჯარო და პოლიტიკურ პროცესად იქცა და ხშირად გვავიწყდება, რომ ამ ყოველი უფლების, აქციის, მოთხოვნის უკან კონკრეტული ადამიანური დიდი ტკივილი დგას. თითო ადამიანი რომელიც ცხოვრობს შიშში, შეზღუდვაში, წნეხში ცალკე სამყაროა.
როგორ შეიძლება ღმერთზე, სიკეთეზე, სიყვარულზე იფიქრო ან ილაპარაკო და ეს სამყაროები ანგრიო და ანადგურო თან. დარწმუნებული ვარ ბევრი ამას უბრალოდ ვერ იაზრებს. არ არის ეს წავედით, ვიჩხუბეთ მოვედით და მერე მშვიდად გავაგრძელეთ ცხვორება. ინგრევიან ადამიანები და ამად არაფერი არ ღირს.
ხოდა ამ ადამიანების მოსაფრთხილებლად და დასაცავად და ყველა მოქალაქის უფლებისთვის უნდა გავიდეთ და ჩვენი დამოკიდებულა გამოვხატოთ იმედია არ დაგვჭირდება, მაგრამ თუ დაგვჭირდა ფიზიკურად დაგიცავთ, მარტო არ ხართ.”- წერს ხოშტარია.