დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, სიტუაციის სტაბილიზირება სახეზეა.
მისი თქმით, თუ მოსახლეობა რეკომენდაციებს დაიცავს, ახალ წელს “პრობლემების გარეშე გადავიტანთ”.
“მთავარი — შეზღუდვებმა თავის შედეგი გამოიღო, სიტუაცია დასტაბილურდა, დღეში 5 000-დან ჩამოვედით 2 000-ზე ნაკლებზე და რაც მთავარია, დადებითობის ბოლო დღეების სტაბილურად არის 13-14% გაკეთებული ტესტებიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ სიტუაციის სტაბილიზირება აშკარად სახეზეა და დანარჩენი ჩვენზეა დამოკიდებული. ამ საახალწლოდ თუ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ დავიცვათ პირბადის ტარების წესი, დისტანცია, იმედია, რომ ახალ წელს გადავიტანთ, ასე ვთქვათ, პრობლემების გარეშე”, – თქვა იმნაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.