პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი, ეკა ბესელია უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებას ეხმაურება. ვოლსკი იმ კანონპროექტზე საუბრობს, რომლის დამტკიცების შემთხვევაშიც, ქვეყანაში შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგაც გაგრძელდება. უმრავლესობის წევრის განცხადებით, მსგავსი კანონის მიღებით, პარლამენტს დასვენების საშუალება მიეცემა.
წარმოუდგენელი კომენტარია. ჯერ რამ დაღალა, ორი თვეა გაჩერებულია ყველაფერი. თუ ვინმე დაიღალა, ეს არის, პირველ რიგში, სამედიცინო პერსონალი, ექიმები, ის ადამიანები, ვინც ქუჩაში დგანან, მათ შორის წინა ხაზზეა მედია, რომელიც არ გაჩერებულა და 24 საათი მუშაობს. პარლამენტი გაჩერებულია, რით დაიღალა? ფორმალური შეკრებაა პრობლემა? ვინც დაიღალა უნდა დაისვენოს და სახლში წავიდეს და არა კონსტიტუცია დაარღვიოს. თუ დაიღალე, უნდა წახვიდე სახლში, – განაცხადა ბესელიამ.