”საოცარ განცხადებებს ვისმენთ ბოლო დღეების განმავლობაში. ერთ-ერთი ადვოკატიც გამოვიდა სააკაშვილის და თქვა, რომ თუ სააკაშვილის გათავისუფლება არ მოხდება, საქართველო ვერ მიიღებს სტატუსს და ევროკავშირში გაწევრიანება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. საერთოდ მაშინ რა საჭირო იყო იმ 12 პუნქტიანი გეგმის წარმოდგენა და ზოგადად, რა საჭიროა მაშინ მისი შესრულება, თუ ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულს ვაყენებთ კითხვის ნიშნის ქვეშ, სტატუსის მიღება-არ მიღებასთან დაკავშირებით, თუ ეს დამოკიდებულებაა, თავისთვის დაიტოვონ ეს არაფრის მომცემი სტატუსიც მაშინ, ჩვენ ჩვენს გასაკეთებელს ყოველთვის გავაკეთებთ.”
განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ.