მას შემდეგ, რაც საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო, პოლარიზაცია შემცირდა თუ არა? ალბათ, ვერავინ დაგვეთანხმება, რომ ეს ასე მოხდა. პირიქით, ჩვენ ამის შემდეგ ვნახეთ დესტაბილიზაციის მცდელობები – შარშან ივნისის აქციები, ახლა უკვე მარტის აქციები. პოლარიზაციამ მოიმატა, პარლამენტარები სამუშაო პროცესში მონაწილეობას არ იღებენ. შესაბამისად, ჩვენი პასუხი, რაც მე ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ღიად გავუზიარე, არის შემდეგი – თუ ევროპას, ევროპარლამენტარებსა და ჩვენს ევროპელ კოლეგებს პოლარიზაციის დასრულება რეალურად სურთ, მათ საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა მიანიჭონ. ეს ყოველგვარ სპეკულაციებსა და კითხვებს მოხსნის და ამ დესტრუქციულ და რადიკალურ მოქმედებებს დაასრულებს.