რუსეთი ევროპისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტით იმუქრება და აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში ბარელი ნავთობის ფასი 300 დოლარს გადააჭარბებს.
რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ალექსანდრე ნოვაკმა თქვა, რომ ასეთი ნაბიჯი გამოიწვევს “კატასტოფურ შედეგებს” გლობალურ მიწოდებაზე და გამოიწვევს ნავთობის ფასის გაორმაგებას ბარელზე 300 დოლარამდე.
მისივე განცხადებით, შეუძლებელია ევროპულ ბაზარზე რუსული ნავთობის მოცულობის სწრაფად ჩანაცვლება და ამას ერთ წელზე მეტი დრო დასჭირდება.
“ევროპელმა პოლიტიკოსებმა უნდა გააფრთხილონ თქვენი მოქალაქეები, მომხმარებლები, რა ელით მათ და რომ ფასები ბენზინგასამართ სადგურებზე, ელექტროენერგიაზე, გათბობაზე გაიზრდება. ეს გავლენას მოახდენს სხვა ბაზრებზე, მათ შორის ამერიკულზე”,– აღნიშნავს ნოვაკი.
ცნობისთვის, ევროკავშირი გაზის დაახლოებით 40%-ს და ნავთობის 30%-ს რუსეთიდან იღებს.