“თუ ელოდებით, რომ ქუჩაში გამოვალთ და არეულობას მოვაწყობთ, ამას არ ვაპირებთ, მაგრამ ხალხმა რომ ადამიანი სიკვდილისგან დაიცვას, ამის უფლება კონსტიტუციითაა გარანტირებული – დაველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას, რეაქცია მყისიერი უნდა იყოს. […] ქართულმა ოცნებამ“ „ოთხი რუსული „კაგებეშნიკური“ ნარატივი გაავრცელა. პირველი – სააკაშვილი თავს იკლას, თვითდაზიანებას იყენებს – ეს ვერსია რომ გაქარწყლდა, შემდეგ გადავიდნენ იმ ვერსიაზე, რომ დასავლეთს უნდა სააკაშვილის მოკვლა, რადგან კომპრომატები აქვს დასავლეთზეო. შემდეგ გაავრცელეს ვერსია, რომ გიული ალასანია კალორაჟს არ აჭმევს, თითქოს სააკაშვილს დედა კლავს. ანუ, სააკაშვილი რომ ცუდადაა, აღიარებენ, ნიადაგს ამზადებენ. შემდეგ უფრო შორსაც წავიდნენ – ცენტრი „ემპათიის“ დასკვნის შესაბამისად მკურნალობს და „ემპათია“ კლავსო. ოთხი სხვადასხვა ვერსია შემოგვთავაზეს მაშინ, როდესაც სააკაშვილი რეალურად ძალიან ცუდადაა – 68 კილოა ადამიანი. როგორც ამერიკელმა ტოქსიკოლოგმა თქვა, რადგან მძიმე მეტალებია სხეულში, საჭმლის მონელების სისტემა არ შეიძლება იყოს გამართული. ცუდადაა ადამიანი იმიტომ, რომ დარიშხანით, მძიმე მეტალებით და ვერცხლისწყლით არის მოწამლული. სალომე ზურაბიშვილი თუ არის იმ იდეალების ერთგული, რა იდეალების ოჯახშიც გაიზარდა, ამასთან, განათლება საფრანგეთში აქვს მიღებული – ეს ყველაფერი თუ ფუჭი არაა და სასამართლო თუ სააკაშვილს სამკურნალოდ არ გაუშვებს, ერთ-ერთი ბერკეტი სალომე ზურაბიშვილი სახით რჩება“

ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.