“თუ ენდომება ოპოზიციაში, ბევრ კითხვას უნდა უპასუხოს “- ასე ეხმაურება, ენმ-ს წევრი, ხატია დეკანოიძემ გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნების საკითხს. ამის შესახებ, მან ტელეკომპანია “ფორმულას” გადაცემა, “კომენტარში” აღნიშნა.
“არ არსებობს არც ერთი წარმატებული პროექტი, რომელიც ამ ადამიანმა მოიყვანა…კონკრეტულად – “გახარია ივანიშვილის პროექტია”, “გახარია ცალკე პროექტია”, “გახარია დამოუკიდებელი პროექტია” – ერთადერთი ეს ადამიანი არის რუსეთთან ძალიან მჭიდროდ დაკავშირებული კაცი, რომელმაც მთელი ცხოვრება გაატარა რუსეთში. იმ შემთხვევაში, თუ მას ენდომება რომ რაღაცნაირად ქართული ოცნების ოპოზიციაში მოიპოვოს ადგილი, ბევრ კითხვას უნდა გასცეს პასუხი. მაგალითად: რა მოხდა 20 ივნისს, ვინ გასცა უშუალოდ ბრძანება, თუ თვითონ გასცა როგორ გასცა, ვინ იყო უშუალოდ შემსრულებლები, რატომ არ დაისაჯნენ ისინი, ვის დავალებას ასრულებდა თვითონ, ვინ მოკლა ია კერზაია, ვინ მოიტაცა აფგან მუხთარლი – ძალიან ბევრი კითხვაა. ბევრი ადამიანისთვის ის ამ კონტექსტში განიხილება”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.