“ფაქტია, რომ ნაციონალური მოძრაობა, რასაც ვაკვირდები ბოლო 1 წელია, იყო განხეთქილების ვაშლი, მთავარი დესტრუქციული ენერგიის მატარებელი ძალა, რომელიც სხვა პარტიებსაც საკუთარ ორბიტაზე მოქცევით ხელს უშლიდა პოლიტიკური პროცესის დალაგება. ენმ არის დესტრუქციის შემომტანი ორგანიზაცია. მათი ასარჩევია, მოექცევიან დემოკრატიულ კალაპოტში, აღიარებენ ხალხის ნებას და კანონს და ამით გახდებიან ამით გახდებიან მონაწილენი დემოკრატიული პოლიტიკისა, თუ გაერიდებიან პოლიტიკას და ამით მისცემეთ შესაძლებლობას სხვა პარტიებს, რომ იყვნენ დემოკრატიული პროცესის მონაწილენი. მათი დაბრუნება დემოკრატიულ კალაპოტში არის რთული, ამიტომ თუკი ისინი საერთოდ არ იქნებიან პოლიტიკური პროცესის მონაწილე, ეს თავისთავად დაალაგებს სიტუაციას”
ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი შალვა პაპუაშვილი ნაციონალურ მოძრაობაზე. დღეს მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ შერიგება შესაძლებელი იქნება, თუ ენმ-ს წევრები პოლიტიკიდან გავლენ.