თუ „ნაცმოძრაობა“ მაინც გაბედავს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გავრცელებას, საკადრისი პასუხი გაეცემა -ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის თავჯდომარე, ირაკლი კობახიძე, გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს.
„როგორც მოგეხსენებათ, „ნაციონალური მოძრაობის შიგნით არის მძიმე ვითარება. მათ არ აქვს დადებითი საარჩევნო პროგნოზები, მოლოდინები და ასეთ დროს, ბუნებრივია, ოფისებიდან ძალიან მარტივად ჟონავს ხოლმე ინფორმაცია. ჩვენ სწორედ მათმა წარმომადგენელმა მოგვაწოდა ინფორმაცია ამ ყველაფერთან დაკავშირებით, გამომდინარე იქედან , რომ ამ ადამიანისთვისაც კი იყო სრულიად შოკისმომგვრელი და მიუღებელი ის ინფორმაცია, გეგმა, რაც მოისმინა საკუთარი გუნდის ლიდერების მხრიდან. რაც მათ აქვთ დაგეგმილი, ეს ბოლშევიზმის ჩარჩოებშიც კი არ ჯდება, მხოლოდ გვარამიას, მელაძის, დიანა ტრაპაიძის და ინგა გრიგოლიას აზრებად შეიძლება მომწიფდეს. ჩვენი მთავარი ამოცანა ახლა არის პრევენცია და აქედან გამომდინარე ვავრცელებთ ინფორმაციას კონკრეტული გარყვნილი გეგმის შესახებ. თუ მაინც გაბედავენ ისინი ამ ყველაფრის გაკეთებას, ამ შემთხვევაში გაეცემათ ბუნებრივია, საკადრისი პასუხი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.