თუ შეიძლება ერთიანობა გამოიჩინეთ ამ 12 რეკომენდაციასთან მიმართებით. თქვენ კიდევ ერთი შანსი გაქვთ, მე მახსოვს ბევრი ხელიდან გაშვებული შანსი და ახლა კიდევ ერთი გამოჩნდა. ჩვენ სულელები ვიყავით 1997 წელს, საერთოდ არ ვგავდით ესტონელებს, ბრიუსელს ვეკამათებოდით, ვეჩხუბებოდით და არ გვინდოდა ბევრი რამის გაკეთება. როდესაც მათ ესტონეთი მიიწვიეს მოლაპარაკებებზე, მერე ჩვენც მოვაგვარეთ საკითხები, გავერთიანდით და ორ წელიწადში ჩვენც მიგვიწვიეს.
თქვენც გექნებათ შანსი, თუ გაერთიანდებით, მაგრამ თუ ერთმანეთთან ბრძოლას გააგრძელებთ, ეს შანსი არ გექნებათ და რუსები ბევრ შამპანურს დალევენ, იმიტომ რომ ეს მათი გამარჯვება იქნება. 2008 წლის ომის შემდეგ მათ ტანკები დატოვეს თქვენს გულებში და ტვინებში და ახლა ისევ იბრძვიან. აქაც ვხედავ რამდენიმე პატარა ტანკს.
ლიეტუვის პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი