უკრაინის მოწვევა ოფიციალური იყო – თუ ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე ბევრს იკიკინებს, წერილის ასლსაც გამოვაქვეყნებთ – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
„უკრაინის მოწვევა ოფიციალური იყო. თუ ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე ბევრს იკიკინებს, წერილის ასლსაც გამოვაქვეყნებთ. დაანებონ თავი იმ სისულელეს, რომ ტელეფონით დაურეკეს და წერილი არ გამოუგზავნიათ.
ერთი რამ უნდა წარმოვიდგინოთ, ერთი წლის წინ უკრაინა რომ დანებებულიყო, დღეს ჩვენ სახელმწიფოებრიობა არ გვექნებოდა. ასე მოხდა 25 თებერვალს, 100 წლის წინ, ჯერ აიღეს უკრაინა, შემდეგ – საქართველო. ამ ფონზე, ასეთი მტრული დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. ის ფრონტი საქართველოს ფრონტიცაა, უკრაინელები ჩვენი ძმები არიან“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.