თუ ვაკეში მაჟორიტარობის კანდიდატი ელენე ხოშტარია იქნება, სიამოვნებით დავუჭერ მხარს – ჯაფარიძე

გირჩის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, თუ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატად კენჭს ელენე ხოშტარია იყრის, მას მხარს დაუჭერს.

მანვე დღეს განაცხადა, რომ ვაკეში მაჟორიტარობის კანდიდატი არ იქნება.

,,ჩავთვალე, რომ შეიძლება რაღაც გაუგებრობა იყოს ერთიან კანდიდატებზე შეთანხმებასთან დაკავშირებით. მანდ რაოდენობას აქვს მნიშვნელობა, რაც უფრო მაღალია კონკურენცია, მით უფრო რთულია შეთანხმება, შესაბამისად გირჩი ამ კონკურენციას გამოეთიშა, რითიც იმედი გვაქვს, რომ შეთანხმება გაადვილდება. მე ვაკეში ვაპირებდი [კენჭისყრას], იმედი მაქვს რომ ისევ განიხილება, რომ დადგეს კანდიდატად ელენე ხოშტარია, რომელსაც წავალ და დიდი სიამოვნებით დავუჭერ მხარს”,- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციაში მაჟორიტარებზე შეთანხმება მიმდინარეობს. გუშინ ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა, რომ თბილისის 8 ოლქიდან 6-ს დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს უთმობს, თვითონ კი ისანსა და გლდანში იყრის .

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, თბილისში მაჟორიტარად კენჭს არ იყრის.