“მე მიმაჩნია, რომ თუ ჩვენ ვიქნებით აქტიურები, ამ ხელისუფლებას ამ ფორმით დარჩა მაქსიმუმ თვე-ნახევარი. ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, ამ ხელისუფლებას უნდა ვაიძულოთ, ეს გააკეთოს, ის გააკეთოს – ვერაფერს ვერავის ვერ ვაიძულებთ. როგორც პუტინს ვერ ვაიძულებთ, ასევე პუტინის გაგრძელებას ვერ ვაიძულებთ. ვის უნდა მოთხოვო, პუტინს? ეს ხელისუფლება წავა მოუსავლეთში ამ გაზაფხულზე. ამის შემდეგ უნდა შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა, მათ შორის, შეიძლება იყვნენ ქართული ოცნების წარმომადგენლებიც, რის შემდეგაც უნდა ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები.

[…] გეგმა არის შემდეგი – გაზაფხულზე აქ მთავრობის შეცვლა და ეროვნული მთავრობის ჩამოყალიბება, წლის ბოლომდე რიგგარეშე არჩევნების ჩატარება და ამ წელს უკვე დაწყება აფხაზეთისა და ცხინვალის რეინტეგრაციის საქართველოს შემადგენლობაში. ეს არის ის ისტორიული ფანჯარა, რომელიც ახლა იხსნება უკრაინის ფონზე”

თქვა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე.