“მეუფე შიო მშვენივრად გრძნობს თავს […] და თუ ვინმემ მოწამლა, არ ვარგებულა ის ვიღაც მკვლელი, ვერ მოუწამლავს ესე იგი, ამიტომ არ არის მოწამლული.[…] ციანიდის საქმე ასევე არის შეთხზული ჟურნალისტების მიერ, არავითარი ციანიდის საქმე არ არსებობს სინამდვილეში. იქაც ასე იყო, აღიძრა გამოძიება, მოკლედ ეს ხელოვნური საქმეებია, ისიც და ესეც. რომელზეც ნამდვილად უწერია, რაც გავარკვიე, რომ პატრიარქის მკვლელობის მცდელობისათვის არ არის გასამართლებული, სხვა ბრალდება აქვს წარდგენილი. პირველი კომენტარი მე ჯერ კიდევ გერმანიაში გავაკეთე, იქვე და მე ვთქვი, რომ არ მეგულება დღეს საქართველოში ადამიანი, რომელსაც შეუძლია პატრიარქზე ხელი აღმართოს”
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ჟურნალისტებთან საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლის საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა.