ბელარუსის პრეზიდეტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მამაკაცებს პანდემიის დროს რჩევა მისცა. ადგილობრივი მედია ავრცელებს ვიდეოს, სადაც ლუკაშენკო მამაკაცებს მოუწოდებს სხვა ქალებს არ აკოცონ.
„თუ ვინმეს მანამდეც კოცნიდი, გააგრძელე, მაგრამ სხვა ქალებს ნუ დაუწყებ კოცნას, თუ ნამდვილი მამაკაცი ხარ. მოითმინე ერთი თვე და დარჩი ოჯახში“, – აცხადებს ალექსანდრე ლუკაშენკო.
ცნობისთვის, ბელარუსი რჩება იმ იშვიათ ქვეყნების რიცხვში, სადაც კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარობა არ შემოუღიათ. ლუკაშენკო მსოფლიოში შექმნილ სიტუაციას „ფსიქოზს“ უწოდებს.