თუ ვინმეს სასამართლოს კრიტიკა სურს, მტკიცებულებები წარმოადგინოს – კობახიძე სახდეპის ანგარიშზე

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმაურება და აცხადებს, რომ ”თუ ვიუნმეს სურს, გააკრიტიკოს ესა თუ ის ინსტიტუტი, მათ შორის სასამართლო, უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები”. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

“სასამართლოზე ჩვენ გვჭირდება ფაქტები, მტკიცებულებები და არა ზოგადი განცხადებები. ყოველ ჯერზე ამას ვითხოვთ, თუმცა არ გვაქვს არავითარი მტკიცებულება მანკიერებათა შესახებ სასამართლოში. ამაზე შექმნილია სამუშაო ჯგუფი, ხორციელდება სასამართლო რეფორმა, ამ კუთხით გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები, მაგრამ თუ ვიუნმეს სურს, გააკრიტიკოს ესა თუ ის ინსტიტუტი, მათ შორის სასამართლო, თუ ნებისმიერი სხვა, უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები”, – თქვა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.