თუ ვინმეს ჩვენზე თავდასხმა სურს, იცოდეთ რომ საკმარისად დიდია პოლონეთი იმისთვის, რომ გვქონდეს ადგილი თავდამსხმელების დასამარხად” – ასე უპასუხა პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ რუსეთის პოლონეთში რუსეთის შესაძლო შეჭრაზე დასმულ შეკითხვას.
”ჩვენ ვართ ერი, რომელიც არასოდეს არავის დასხმია თავს – ყოველთვის გვინდოდა და ახლაც გვინდა მშვიდად ცხოვრება, მაგრამ თუ ვინმე თავს დაგვესხმება, უნდა გაითვალისწინოს, რომ მტკიცედ დავდგებით სამშობლოს დასაცავად.
პოლონეთში არის ასეთი გამონათქვამი – “ნუ შეშინდები, ნუ შეაშინებ”. ჩვენ ვართ ერი, რომელსაც სურს მშვიდად ცხოვრება. ჩვენ ვართ ერი, რომელიც არავის დასხმია თავს, განსაკუთრებით ბოლო საუკუნის განმავლობაში, ყოველთვის გვინდოდა მშვიდად გვეცხოვრა, თუ ვინმე თავს გვესხმოდა, შეტევის ქვეშ ვიყავით.
პოლონეთს ისევ სურს მშვიდად ცხოვრება. ჩვენ გავთავისუფლდით რკინის ფარდისგან, დავიბრუნეთ სრული სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, ეკონომიკური თავისუფლება, იმისთვის, რომ შეძლებისაგვარად კომფორტულად ვიცხოვროთ, განვვითარდეთ, გავმდიდრდეთ, ვიმოგზაუროთ მსოფლიოში და ვიყოთ მსოფლიოს მოქალაქეები. გვინდა, რომ ასე გაგრძელდეს. ეს არის ჩვენი მისწრაფება – როგორც საზოგადოების და ერის. ჩვენ არ ვართ აგრესიულები და არ გვინდა ვინმეზე თავდასხმა.
მაგრამ უნდა მოვემზადოთ იმისთვის, თუ ვინმე დაგვესხმება თავს. თუ ვინმეს სურს ჩვენზე თავდასხმა, იქნება ეს ჩრდილოეთიდან, აღმოსავლეთიდან, თუ სხვა მხრიდან, მან უნდა გაითვალისწინოს, რომ მტკიცედ ვიდგებით სამშობლოს დასაცავად. გარწმუნებთ, ის [პოლონეთი] საკმარისად დიდია იმისთვის, რომ გვქონდეს ადგილი თავდამსხმელების დასამარხად”- განაცხადა დუდამ.