“ეს არის თვითდაზიანების რეჟიმი თუ ეს ასეა, მე არ მაქვს ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, შესაბამისი უწყება, ყველაფერს გააკეთებს, რომ ყველა პატიმრის ჯანმრთელობის უსაფრთხოება იყოს დაცული. ეს არის სახელმწიფოს ინტერესში, და რა თქმა უნდა, ამ პატიმრებში შედის მიხეილ სააკაშვილი, მისი ჯანმრთელობის უსაფრთხოება მაქსიმალურად იქნება დაცული. თუ ვინმეს ჰგონია, რომ რაღაც სიმულაციებით შეძლებს საპატიმროდან გასვლას, შეძლებს თავი აარიდოს მისჯილ სასჯელს, ეს არ გამოვა და ეს არის ტყუილი, ამიტომ, პირველ რიგში, პატიმარს ნუ შევუქმნით ამ ილუზიას და მეორე, რა თქმა უნდა, საზოგადოებას ნუ ეტყვით ცრუ ინფორმაციას, ეს ასე არ იქნება. მას მოუწევს სასჯელის მოხდა, ის არის დამნაშავე კონკრეტულ საქმეებზე, სხვა საქმეებზეც მიმდინარეობს გამოძიება, დაველოდოთ”

განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ქვეყნის მესამე პრეზიდენტზე საუბრისას.