“თუ ვინმე სხვანაირად თვლის, მე იმ კაცის დედა მართლა შევ…” – აბაზოვი ბერას განცხადებაზე

მარნეულის ყოფილი მერი, თემურ აბაზოვი ბერა ივანიშვილს მხარდაჭერას უცხადებს. ის Facebook “სთორიში” აქვეყნებს ბერა ივანიშვილის ფოტოს მისივე ციტატით – “თუ ვინმე დედას შემაგინებს, პასუხს დღესაც მოვთხოვ”.

ის ბერას ციტატას თავის ფრაზასაც ამატებს:

“თუ ვინმე სხვანაირად თვლის, მე იმ კაცის დედა მართლა შევ…”

ცნობისთვის, თემურ აბაზოვმა თანამდებობა 2019 წლის თებერვალში დატოვა. ის მოქალაქის მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დაკავებული იყო, თუმცა სასამართლომ ის გაამართლა.

ცნობისთვის, ბერა ივანიშვილი გავრცელებული ჩანაწერების ავთენტურობას არ უარყოფს. მისი თქმით, დღესაც იმავე პოზიციაზეა და თუ ვინმე შეაგინებს, აუცილებლად “პასუხს მოთხოვს”.