“როგორც ჩანს, ქართული ოცნება თავად არის დარწმუნებული იმაში, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, სავარაუდოდ, და საკუთარი სრული კრახის მოლოდინში გადაწყვიტა, რომ ჩართოს პიარმანქანა და გადაბრალების პოლიტიკა დაიწყოს ოპოზიციის, არასამთავრობოების და სხვათა მიმართ, სხვა მიმართულებით გადაიტანოს ისრები.

დღეს თუ ვინმე ცდილობს, რომ ყველაფერი გააკეთოს, რათა არ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, ეს არის ქართული ოცნება”

განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა. ცნობისთვის, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ოპოზიცია კანდიდატის სტატუსის მიღების საწინააღმდეგო აგიტაციაში. მისი თქმით, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის სტატუსის არმინიჭება სრულიად ალოგიკური იქნება.