“არასდროს დავმალულვართ ჩირგვებში, ჩვენ ყოველთვის ვიყავით თავმოყვარეები და ასე გავაგრძელოთ, მათ შორის თუ გვინდა ცივილიზებული სამყაროსგან მივიღოთ მხარდაჭერა და გვერდში დგომა.თქვენს სამეზობლოში შვარცნეგერი რომ შემოგივარდეთ, თუ მეზობლები არ დაგეხმარათ, მარტო ხომ ვერ მოერევით?! თუმცა, თუ მეზობლები გვერდში დაგიდგებიან, 10-15 მეზობელი, შვარცნეგერსაც გააგდებ და ზემოდან შეიძლება ჯეკი ჩანიც მიჰყვეს. მეგობრები და ცივილიზებული სამყარო გვჭირდება გვერდით, თორემ თუ დაგვიმარტოხელებს, გვცემს, დაგვჯაბნის კიდევაც, ოკუპაციასაც მოაწყობს, შეურაცხყოფასაც მოგვაყენებს. თუ ვიქნებით ბევრი, ერთიანები, ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად, ფეხებსაც ვერ მოგვჭამს. უკრაინას ხომ უდგას მთელი მსოფლიო გვერდით, აბა ვნახოთ ვისი აჯობებს, აბა ვნახოთ როგორ გააკეთებენ და თუ გააკეთებენ, დინგში მიიღებენ. ამას ბრიტანეთის პრემიერი ამბობს და არა ლევან ხაბეიშვილი“
ამის შესახებ ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.