თუ ზელენსკი აღარ მიიღებს მონაწილეობას, საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს ვიყრი – არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, ოლექსი არესტოვიჩი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ვადით კენჭს არ იყრის, ის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

“ჩემი რეიტინგი ახლა პრეზიდენტის რეიტინგია. მე არ ვემიჯნები პრეზიდენტს და არასდროს გავემიჯნები ადამიანებს, ვისთანაც ვმუშაობ. შეიძლება განსხვავებული აზრი მქონდეს, მაგრამ.. იმიტომ, რომ მე არ ვთამაშობ ბინძურად. თუ ის [ზელენსკი] იყრის კენჭს მეორე ვადით, ბუნებრივია, მე არ დავაყენებ ჩემს კანდიდატურას, არავითარ შემთხვევაში, ეს ტექნიკურად შეუძლებელია”. – განაცხადა არესტოვიჩმა.