ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივნის, სერგეი შამბა აცხადებს, რომ თუ ზუგდიდში ბანკზე თავდამსხმელმა “საზღვარი” გადაკვეთა, სოხუმი დამნაშავეს თბილისს გადასცემს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა ” Sova News ” ავრცელებს.
შამბამ არარეალური უწოდა საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაქცეული თავდამსხმელის მიერ ე.წ. საზღვრის გადაკვეთის შესაძლებლობას, თუმცა იმ შემთხვევაში თუ მსგავსი ფაქტი მაინც მოხდა სოხუმი მზად არის დამნაშავე თბილისს გადასცეს.
სერგეი შამბა ასევე აცხადებს, რომ რეგიონი სამძებრო სამუშაოები უკვე დაწყებულია.
ცნობისთვის, გუშინ თავდამსხმელი ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალში შეიჭრა და 19 მძევალი აიყვანა. მან 500 ათასი დოლარი და უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა. რამდენიმე საათში მან 3 მძევალი დაიტოვა, რის შემდეგაც შსს–მ მას მოთხოვნილი თანხა მიუტანა. მძევლებთან ერთად ის პოლიციის მანქანით გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. გვიან ღამით მან ყველა მძევალი გაათავისუფლა და გაიქცა.
შსს–ს ცნობით, ამ დროისთვის მისი ძებნის ოპერაცია მიმდინარეობს. აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი აცხადებს, რომ ე.წ. საზღვარზე თავდამსხმელს არ შეუშვებენ.