“ათასობით უკრაინელი ქუჩაში გამოდის რუსეთის შეჭრის გასაპროტესტებლად. ხერსონში, ბერდიანსკში, მელიტოპოლში აფრიალებენ ლურჯ-ყვითელ დროშებს ოკუპანტების სახეებთან. არ გაჩერებულან მას შემდეგაც, რაც რუსი ჯარისკაცები მათ სცემენ და ესვრიან. პატივცემულო წევრებო, თუ თავისუფლებას სახელი აქვს, მისი სახელი უკრაინაა. უკრაინის დროშა დღეს თავისუფლების დროშაა. ყველა ჩვენი ძალისხმევა მიზნად ისახავს, რომ ეს ომი გახდეს პუტინის სტრატეგიული მარცხი. სწორედ ამიტომ, წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, გამოეყოთ 1 მილიარდი ევრო მამაცი უკრაინელი მებრძოლების უსაფრთხოებისთვის. მაგრამ უკრაინის მხარდაჭერა ასევე ნიშნავს რესურსების ამოწურვას, რომელსაც პუტინი იყენებს თავისი სასტიკი ომის დასაფინანსებლად”
განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.