ეს ხდება იმიტომ, რომ ივანიშვილი არის ერთადერთი მმართველი, ოლიგარქ-მონარქი, რომელმაც საქართველოში ჯერჯერობით არაშთამომავლობითი მონარქია ჩამოაყალიბა. ივანიშვილი არის ამ ქვეყნის მმართველიც, მოსამართლეც, არქიტექტორიც, რეჟისორიც, გროსმეისტერიც და ექიმი-გინეკოლოგიც.
“ოცნებამ” ივანიშვილის თაოსნობით, თუ მის გარეშე, ქვეყანა წინ ვერ წაიყვანა: ეკონომიკა შეამცირა, ლარი გააუფასურა და ამით ადამიანების შემოსავალიც შეამცირა და საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, “ოცნებამ” ეს ივანიშვილთან ერთად გააკეთა, თუ მის გარეშე. მათ 10-წლიანი ვადა ჰქონდათ, მაგრამ ქვეყანა გააპარტახეს და უნდა წავიდნენ. ქართველი ხალხი თქვენ მალე გაგიშვებთ!”