საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაცხადა თუ [იმედის ბანკის] შექმნაზე სრულყოფილი წერილობითი მიმართვა შევა, განაცხადს კანონით დადგენილ ვადებში განიხილავენ. ამის შესახებ მათ, BMG-ს განუცხადეს.
BMG-მ სებ-ს ჰკითხა: “შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით – ვგულისხმობთ დიდი ბრიტანეთის მიერ იმედის ჰოლდინგის დასანქცირებას, რატომაც როგორც „ტელეიმედში“ აცხადებენ, არ სურთ რომელიმე ბანკი რისკის ქვეშ აღმოჩნდეს და აპირებენ შექმნან საკუთარი ბანკი, გასცემს თუ არა სებ-ი საბანკო ლიცენზიას?”, რაზეც უპასუხეს:
- “ლიცენზირების პროცესი ეროვნულ ბანკში სალიცენზიო განაცხადის წარდგენით იწყება. იმ შემთხვევაში თუ ეროვნულ ბანკში შემოვა სრულყოფილი წერილობითი მომართვა ახალი ბანკის დაფუძნების თაობაზე, სებ-ი განაცხადს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად განიხილავს”, – უთხრეს BMG-ს ეროვნულ ბანკში.
27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანია იმედი, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანია პოსტტვსთან ერთად დაასანქცირა, საკუთარ ბანკს ქმნის.














