თუ ინვესტორი 10 მლნ-ს ჩადებს და 150 ადამიანს დაასაქმებს, 1 მლნ-ს მიიღებს – თურნავა

ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ქმნიან თანადაფინანსების ახალ პროგრამას, რომელიც უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

მისი თქმით, გარკვეული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ინვეტორი მილიორი ლარის დაფინანსებას მიიღებს.

“ახალი პროგრამის ფარგლებში, ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების ზრდის და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, იმ კომპანიებს, რომლებიც უხოური კაპიტალით შექმნილია და მოისურვებენ საქართველოში შემოსვლას, ახალი წარმოების გახსნას ან არსებული წარმოების გადმოტანას, აიღებენ ვალდებულებას, რომ სულ მცირე, ათი მილიონი ლარის ინვესტიციას ჩადებენ საქართველოს ეკონომიკაში და დაასაქმებენ მინიმუმ 150 ადამიანს – „აწარმოე საქართველოს“ პროგრამების ფარგლებში მათ მიეცემათ თანადაფინანსება, ე.წ. FDI გრანტი, 1 მილიონი ლარი ოდენობით. ამ გრანტის მიზნობრიობაც იქნება, პირველ რიგში, დასაქმებული კადრების მომზადება და გადამზადება. ასევე, სხვადასხვა მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაო, რომელიც მათ შეიძლება დასჭირდეთ“, – განაცხადა თურნავამ.

მანვე აღნიშნა, რომ ახალი პროგრამა გავრცელდება ისეთ დარგებზე, რომელიც გადამამუშავებელ ინდუსტრიას მიეკუთვნება.