თუ იუსტიციის საბჭოს 4 მოსამართლე აირჩიეს, კლანი პოზიციებს გაიმყარებს – ჯაფარიძე

“თუ იუსტიციის საბჭოს 4 მოსამართლე აირჩიეს, კლანი პოზიციებს გაიმყარებს”- ამის შესახებ, პარტია “გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ განაცხადა. მისი თქმით, თუ ხვალ 26 მაისს, იუსტიციის საბჭოს 4 მოსამართლე წევრს აირჩევენ, ეს წინააღმდეგობაში იქნება, შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტთან.

“ხვალ ხდება ეს, იუსტიციის უმაღლეს სკოლასთანთუ მოსამართლეთა კონფერენციამ ახლა აირჩია იუსტიციის საბჭოს 4 მოსამართლე წევრი, კლანი ისევ გაიმყარებს იქ პოზიციებსეს წინააღმდეგობაში მოდის 19 აპრილის შეთანხმებასთან, რომელიც გულისხმობს ასეთი ტიპის არჩევა/დანიშვნების შეჩერებას სისტემის რეფორმირებამდეამას ადასტურებს აშშ-ს და ევროკავშირის ელჩების მიერ ორი დღის წინ გაკეთებული განცხადებაც გასაპროტესტებელია მოკლედ”- წერს ზურა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ხვალ 26 მაისს, სამოქალაქო აქტივისტები, იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან (ნოდარ ბოხუას ქ. #19) შეიკრიბებიან და საპროტესტო აქციას გამართავენ. იუსტიციის უმაღლეს სკოლაში  მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციაა ჩანიშნული და მოსამართლეთა უმრავლესობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს 4 მოსამართლე წევრს აირჩევს. საპროტესტო აქციის მოთხოვნაა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევის პროცესის შეჩერება, 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმების იმ დათქმის შესრულებამდე, რომელიც გულისხმობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში არჩევის უზრუნველყოფას.