“თუ ეს თქვენს იარლიყად, სტატუსად და პრობლემად მიიჩნიეთ და აქ გაქვთ შენიშვნა, სად იყავით და რატომ არ ამოიღეთ ხმა, როდესაც უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ კომიტეტის სხდომაზე განცხადება გააკეთა და იქ მოსულ ოპონენტებს უთხრა, რომ ამ სახელწოდებასთან დაკავშირებით ემსჯელათ?! თუ ეს საკითხი გაწუხებთ, უმრავლესობის ლიდერის შეთავაზებიდან 20 წუთში რატომ გააკეთეთ განცხადება, რომ ამ საკითხის განხილვას საერთოდ არ აპირებთ და ამაზე არანაირ მსჯელობაში შესვლა არ გინდათ – ეს დისკუსია თქვენ თვითონ უარყავით“,
ასე უპასუხა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ კითხვას, არასამთავრობო ორგანიზაციას რომ წარმოადგენდეს თავად, დარეგისტრირდებოდა თუ არა უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის სტატუსით, შესაბამისი სახელწოდების რეესტრში.