“ეს კანონი გამიზნულია არასამთავრობოებისთვის, რომლებიც არჩევნებს მონიტორინგს უწევდნენ. მათი დისკრედიტაცია დიდი ხანია მიმდინარეობს, მაგრამ ახლა, სამართლებრივი დევნის ფაქტორი დგება. თუ დიდი გაყალბების შემდეგ იქნება სანქციები და ბრალდებები ივანიშვილის მიმართ, მას უნდა ჰქონდეს ბერკეტი, დაიბრუნოს საკუთარი აქტივები და ფული ოფშორებიდან. ამის შესახებ იყო მეორე კანონი, რომელსაც კენჭი უყარეს გასულ კვირას.
რისი გაკეთება შეგვიძლია? ჩვენ რაც შეიძლება მალე უნდა წარმოვადგინოთ სანქციები იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ, რომ სამიზნე უ იქნებიან ისინი, ვისაც სურს, საქართველო სხვა ქვეყნად აქციოს და ვისაც სურს, ქვეყანა რუსულ მოდელად აქციოს. ეს მიუღებელია. რა თქმა უნდა, არ უნდა გაგვასულელოს ქართულმა ოცნებამ. თუ გახსოვთ, პრემიერის ბოლო ბერლინში, ბოლოს მან ვეღარ აიტანა კანცლერის კრიტიკა და საწყალ თარჯიმანს დააბრალა, თითქოს ვერ თარგმნა სწორად განცხადებები და კანცლერმა სრულად ვერ გაიგო რაც იქ ითქვა. კარგით რა, ჩვენ პროფესიონალები ვართ, ნამდვილად ვიცით სინამდვილეში რაც ხდება.
ჩემი აზრით, [ევროკავშირთან] მოლაპარაკებების გახსნის შანსი ვერ იქნება, თუ ამ კანონს არ გაიწვევენ. ასეთი კანონით შეუძლებელია დაუპირისპირდე ევროპულ ღირებულებებს და შემდეგ მოითხოვო წევრობა. რა თქმა უნდა, მე მოვითხოვდი კანდიდატის სტატუსის გაწვევას”,
ამის შესახებ, ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა, სტრასბურგში, ევროპარლამენტარებთან და პარტია ახალის ერთ-ერთ ლიდერთან, ნიკა გვარამიასთან გამართული ერთობლივი ბრიფინგისას განაცხადა.