ლელოს ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ საარჩევნო ცვლილებები, ეუთო ოდირის და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება შეამცირებს არჩევნებზე მანიპულაციების და გაყალბების რისკებს.
“თუმცა, ეს არ ნიშნავს რომ წინასაარჩევნო პერიოდში არ უნდა ვიყოთ მობილიზებულები და არ ვამხილოთ დამრღვევები, არ შევეწინააღმდეგოთ მცდელობას, რომ ზემოქმედება მოახდინონ ამომრჩეველზე. ეს იქნება, ილუზია არ უნდა გვქონდეს. ეს ცვლილებები, დამკვირვებლები, ოპოზიციის კოორდინირებული მუშაობა, ასევე, არჩევნების დღეს ოპერატიულად მოვახდინოთ რეაგირება დარღვევებზე, ეს მოგვცემს გარანტიას, რომ გაყალბების და დარღვევების რისკები მინიმუმადე დავიყვანოთ”,– აცხადებს ჯაფარიძე პალიტრანიუსის ეთერში.
მისივე თქმით, თუ ქართული ოცნება 43%-ს კეთილსინდისიერად გადალახავს, ოპოზიცია უნდა შეეგუოს.
“თუ კეთილსინდისიერად ჩატარებული არჩევნების შემთხვევაში „ქართული ოცნება“ მოახერხებს 43%-ის გადალახვას, რაც მე წარმოუდგენლად მეჩვენება დღევანდელი გადასახედიდან, რა თქმა უნდა, ამას უნდა შევეგუოთ. ასევე, თუ დადგება მეორე შედეგი, უნდა შევთანხმდეთ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების თარიღზე“, – აღნიშნავს ჯაფარიძე.