“გარანტირებული არაფერია არც სტატუსი და არც უსტატუსობა ხომ ასეა? 100%-იანი გარანტიით ვერცერთი პოლიტიკოსი ამას ვერ იტყვის, მაგრამ თუ კიდე დაიჩაგრება ეს ქვეყანა და უსამართლოდ მოექცევა ვინმე და კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, რისი შედეგი იქნება უკვე ძალიან კარგად ვიცით. […] ეს იქნება თქვენი შედეგი….თქვენ ახლა ამ წუთასვე იტყუებით, რანაირი ტონი გაქვთ კითხვების, რატომ გათამამდით ასე, ნაცები ასე რატომ გათამამდით…მე მგონია, რომ ნაცმოძრაობას ემსახურებით….ბოლო დღეებში შეიცვალეთ თქვენ, რატომ შეიცვალეთ იცით? მე ყველა ტონს შეგუებული ვარ, მე თმენის ვალდებულება მაქვს და “აბა რატომ” – ასე რომ ლაპარაკობთ და თქვენ თავადვე რომ მიდასტურებთ, იცი რისი შედეგია, თქვენ მონაწილეობთ ფაშიზმში”,

ასე უპასუხა “ქართული ოცნების” დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ შეკითხვას იქნებოდა თუ არა კანდიდატის სტატუსზე უარი მმართველი პარტიის შედეგი.