თუ კომისიაზე დაბარებული პირი სხდომაზე არ გამოცხადდება, ამისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული – 1 წლამდე საპატიმრო სასჯელიც კი […] ჩვენ ადრეც განვაცხადეთ, რომ ხუმრობას არ ვაპირებთ და ყველა ადამიანი, ვინც, განსაკუთრებით, წინა ხელისუფლებას წარმოადგენდა, კეთილს ინებებს და კომისიის წინაშე მობრძანდება და მერე არ იტყვის, რომ არ ვიცოდი, რომ თურმე, ამისთვის საკმაოდ მკაცრი სასჯელი არსებობდაო.