“საჯარო მოხელეს ჩარტერის დაქირავების შესაძლებლობა არ აქვს – მე ძალიან დიდი ხანი ვიყავი საჯარო მოხელე, თითქმის, 20 წელი სხვადასხვა ქვეყანაში და მინდა გითხრათ, რომ თუ პატიოსნად ცხოვრობს საჯარო მოხელე და თუ არ არის კორუფციაში გახვეული, მაშინ მას ამის შესაძლებლობა არ აქვს. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია, რომ საქართველოს ჰყავს პრემიერმინისტრი, რომელიც თავს უფლებას აძლევს კორუფციული ფულით იქირავოს ჩარტერები და გადაფრინდეს ნებისმიერ ქვეყანაში”,

აცხადებს პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის, ევროოპტიმისტების წევრი, ხატია დეკანოიძე.