გირაოს გადახდა თემა რომ არ არის, მაგდენი თუ ვერ გაუგია ელისაშვილს, მართლა ბრიყვი საცოდაობაა, – ასე უპასუხა “ევროპული საქართველოს” წევრმა, გიგი უგულავამ ალეკო ელისაშვილის მზადყოფნაზე, ხელფასიდან ნიკა მელიასთვის თანხა გადარიცხოს.
“ეგ სიბრიყვეც არის შესაძლებელი, მით უმეტეს, რომ ვნახეთ მოხალისე პიონერებივით ჩამდგარი ვითომ ოპოზიცია, რომელიც გირაოს შესაძლებლობებზე ლაპარაკობდა. თუ მაგდენი ვერ გაუგია ელისაშვილს, რომ ამდენ ხალხს გირაოს შეგროვების შესაძლებლობა არ გვიჭირს და ყველა ლარ-ლარს დადებდა, 10 ლარს დადებდა, 50-ს დადებდა, ვისაც რა აქვს, დადებდა; რომ ეს არ არის თემა. ამდენს თუ ვერ ხვდება, მართლა ბრიყვი საცოდაობაა, რაზე უნდა ვილაპარაკოთ”, – განაცხადა გიგი უგულავამ.