თუ მარტი და აპრილი ასეთი სიფრთხილით გავიარეთ, როგორც ახლა მივდივართ, მესამე ტალღის ალბათობა ნაკლებია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელძემ.
„დასაშვებია, რომ ჩვენთანაც „ბრიტანული შტამის“ მეტი გავრცელება იყოს, მას გავრცელების მეტი სისწრაფე ახასიათებს, უფრო ახალგაზრდა ადამიანებს აზიანებს, თუმცა სიმძიმით არ გამოირჩევა. მაგრამ ჩვენ ახლა დაღმავალ ტალღაზე ვართ, ანუ ეპიდსიტუაცია ქვეყანაში სტაბილიზირდება. ასე გაგრძელდება, თუ ჩვენ რამე დიდი შეცდომა არ დავუშვით, არ მოვეშვით, პირბადე არ გადავაგდეთ. თუ ისევ დავიწყეთ დიდი ქორწილები და თავშეყრები, ინფექციის გავრცელება გვექნება და შესაძლებელია, იყოს სხვადასხვა მუტირებული შტამები, ამიტომ რა თქმა უნდა, ამის ალბათობა არის. თუმცა ორი თვე – მარტი და აპრილია მეტად საფრთხილო. ფრთხილად უნდა ვიყოთ. როცა დათბება, მერე ნაკლებად მოსალოდნელია“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.