„ნამდვილად მაქვს პარლამენტში ოპოზიციის ნაწილის მხარდაჭერა, არასამთავრობო სექტორის პოზიცია რა არის, არ ვიცი. თუ როგორც ბრძანეთ, მთავარი ბრალდება არის ის, რომ ჩემი პერსონა რაღაც „ლინკებით” უკავშირდება “ქართულ ოცნებას”, ეს ნიშნავს, რომ არანაირი არგუმენტი იმის წინააღმდეგ, რომ ობიექტური და მიუკერძოებელი ვიქნები, არ გააჩნიათ. მე ყველას ვთხოვ, დადონ ჩემი განცხადება უფლებების დაცვის ნაწილში, სადაც ჩემი პოზიცია არ იყო უფლებების მხარეს, დარღვეული უფლების აღდგენის მიმართულებით, ან შეიცავდა დისკრიმინაციას. მესმის, რომ ყველას მოსაწონი ვერ იქნები, მაგრამ ამის მიუხედავად მაქვს იმედი, რომ ვიქნები პარლამენტში ის კონსენსუსური ფოგურა, რომლის გარშემოც შეიკვრება 90 ხმაზე მეტი“,

ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „მოქალაქეების” წევრმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომელიც ამავე პარტიამ სახალხო დამცველობის კანდიდატად წარადგინა.