”გვაძლევენ პირობითად ვადას 2022 წლის ბოლომდე, რომ გამოვასწოროთ, რაც არის გამოსასწორებელი, თუ ნამდვილად გვინდა ეს კანდიდატის სტატუსი და გვინდა, ჰო? ვიცით, რომ 85%-ს უნდა. ასე რომ გავაკეთოთ და ეს პასუხისმგებლობა დღეს არის ათმაგად, თუ არა ასმაგად ხელისუფლებაზე, 6 თვე აქვს და 6 თვის ბოლოს თუ კიდევ ისე გაგრძელდა, როგორც ბოლო წელი, პასუხს მიიღებს საზოგადოებისგან, არც ჩემგან, არც თქვენგან, საზოგადოებისგან საერთოდ.”
განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროკომისიის დღევანდელ გადაწყვეტილებაზე.