“შოკში აღმოჩნდებიან დეპუტატები, რომ გაიგებენ, იცით რა, ქართული ოცნების უკან ნაციონალური მოძრაობა დგას, ამას იტყვის ახლა ღარიბაშვილი. მთელი ეს 10-წლიანი დანაშაული და წარუმატებული საქმიანობა ალბათ გადაბრალდება ნაციონალურ მოძრაობას. თურმე ჩვენ თქვენ გმართავთ, ვინაიდან, მთელ მსოფლიოს ვმართავთ, უკრაინას ჩვენ ვმართავთ, ამერიკის კონგრესს, ევროპარლამენტს ჩვენ ვმართავთ და თუ მთელ მსოფლიოს ჩვენ ვმართავთ, გაიწიეთ და გვამართინეთ ეს ქვეყანა და ნახავთ მერე, როგორი იქნება ფასები და ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში”

თქვა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, რომან გოცირიძემ ღარიბაშვილი განცხადების საპასუხოდ, რომელმაც განაცხადა, რომ ფასების გაიაფების მოთხოვნით ჩატარებული აქციების უკან ენმ დგას.