„თუ ახლა ჩვენ მივდივართ ბოიკოტზე, მაშინ ჩვენ მართლა შევწყვეტთ შიმშილობას და მივიღებთ ამ პროცესში მონაწილეობას, მაგრამ თუ ჩვენ გვიტოვებენ მარტო ამ სივრცეს, რომ „დაიხოცეთო“, მე ამაზეც არ დავიხევ უკან. იცოდეთ, რომ პოლიტიკაში ყველაზე არასწორი საქციელი არის თავის მოტყუება. რეჟიმს უნდა ებრძოლო თანმიმდევრულად და უკომპრომისოდ, ეს იძლევა შედეგს, ხოლო კეკლუცობა და მისი ლეგიტიმაცია იძლევა ცუდ შედეგს, აძლიერებს რეჟიმს.

საჭიროა აქტიურობა, საჭიროა ბოიკოტის კამპანიური ხასიათი, საჭიროა იმის დემონსტრირება, რომ ამ ხელისუფლებას არ აქვს ლეგიტიმაცია საერთაშორიოს დონეზე და საშინაო დონეზე. ეს უნდა იყოს უწყვეტი პროცესი. რამდენ ხანს იქნება ხელისუფლება სირაქლემას პოზაში, მაგას ვნახავთ, ბოლოს სირაქლემას თავი დარჩება მიწაში და ტანი დაეცემა უსულოდ“

ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გედევან ფოფხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.