„თუ მოგვცეს სტატუსი და ვფიქრობ, სწორედ ასე გადაწყდება, ეს გადაწყვეტილება დაფუძნებული იქნება იმაზე, რაც უკეთებია ხელისუფლებას და ამის გარდა, რასაკვირველია, საზოგადოებას ეკუთვნის – არასდროს არ უნდა გამოვყოთ საზოგადოება ხელისუფლებისგან, რა პოლიტიკური გემოვნებისაც არ უნდა იყოს.
არის გარკვეული საკითხები, საგანგებო მნიშვნელობის, ეს არის სასამართლოს თემა, საარჩევნო კოდექსის თემა, ის, რაც 100-პროცენტიანად შესრულებულად გვეთვლება და გარკვეულწილად მიმდინარეობს კიდევ მუშაობა მთელ რიგ საკითხებზე. შესრულდა რეკომენდაციები – იუსტიციის უმაღლესი საბჭოც დაკომპლექტდა და ბევრი თემაა, რომელიც ვთვლით, რომ მაღალპროფესიონალურ დონეზეა შესრულებული, მაგრამ არავინ თქვას, რომ საზოგადოებას გარკვეული ავტორიტეტი ამ გადაწყვეტილების მიღებაში არ აქვს. რასაკვირველია, საზოგადოებაა მთავარი და მთავრობაც საზოგადოების ნაწილია, ჩვენ ერთნი ვართ. ამ ერთობის დარღვევაზე მიდის მუშაობა, რომ როგორმე არ მისცენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში სტატუსი, როგორმე ვითომ საზოგადოება სხვაა და ხელისუფლება სხვა. ესაა პირდაპირი მოწოდება, რომ სტატუსი არ მისცენ ქვეყანას და საზოგადოებას უთხრან, რომ მთავრობაა მიზეზი იმის, რომ სტატუსი არ გვეძლევა და საჭიროა, რომ საზოგადოებამ ხელისუფლება მოიცილოს. ეს არის დესტაბილიზაციისკენ მოწოდება, რომელიც არის მთავარი გეგმა. საერთოდ არ აინტერესებთ სტატუსი გვექნება თუ არა,“
ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.