თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება დავიწყებთ მძევლების დახოცვას – გამტაცებელი

‘თუ მოთხოვნების დაკმაყოფილება არ მოხდება დავიწყებთ ძევლების დახოცვას”- ეს განცხადება ტელეკომპანია “მთავარის” პირდაპირ ეთერში ზუგდიდში, ბანკში მყოფმა თავდამსხმელმა გააკეთა.

თავდამსხმელი, რომელსაც მძევლები ჰყავს აყვანილი, მთავარ არხს დაუკავშირდა და საკუთარი მოთხოვნები წამოაყენა. ის 500 ათას დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს.

თავდამსხმელი მოთხოვნების შესასრულებლად უწყებებს 2 საათს აძლევს. მძევლის თქმით, თავდამსხმელს ყუმბა და სხვადასხვა შეიარაღება აქვს, ამიტომ თავდამსხმელის თქმით, სამართალდამცავების ძალადობრივი ჩარევა მძევლების მსხვერპლს გამოიწვევს.