“თუ მოკიდა ხელი თავის საქმეს გააკეთებს.ეგეთი ნიჭიერი კაცი პოლიტიკაში არ შემხვედრია“–ბუბა კიკაბიძე სააკაშვილის დანიშვნაზე

“თუ მოკიდა ხელი თავის საქმეს გააკეთებს, იმიტომ რომ მე ეგეთი ნიჭიერი კაცი პოლიტიკაში არ შემხვედრია. გამეხარდა რომ დაინიშნა.“– ასე აფასებს მიხეილ სააკაშვილის  უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნას მომღერალი ბუბა კიკაბიძე. ამის შესახებ მან გადაცემა მთავარ აქცენტებში ისაუბრა.

“ორი საათი მელაპარაკებოდნენ უკრაინიდან.

კარგი ტანდემია ძალიან . ზელენსკისაც ძალიან ახლოს ვიცნობ და სიკეთის მეტს არაფერს არ მოუტანს მიშას ჩართვა მაგ საქმეს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ჩვენ უნდა გვიხაროდეს, რომ ქართველს დაუძახეს ასეთი დარგის სახელმძღვანელოდ, რაც მას შესთავაზა უკრაინის პრეზიდენტმა.

ორივე ახალგაზრდაა, ნიჭიერი, განათლებული, ადამიანი. რო დაჯდებიან ალბათ საინტერესო თემებზე ილაპარაკებენ და ძაან საინტერესო რაღაცეებს მოიფიქრებენ. “– ამბობს კიკაბიძე. მისი აზრით საქართველოდან უკრაინაში გაგზავნილმა წერილმა ქვეყანა დააზარალა.

კიკაბიძე საქართველოს პარლამენტიდან უკრაინაში გაგზავნილ წერილს და მთავრობის წარმომადგენლების განცხადებებს აკრიტიკებს, როდესაც ხელისუფლება ელჩის გაწვევით დაიმუქრა.

 

“საქართველო დააზარალა ამან. პრესაში იბეჭდებოდა წერილი, რომელიც გააგზავნეს უკრაინის პარლამენტში. გამოიწვია ძალიან არაჯანსაღი აჟიოტაჟი საქართველოს წინააღმდეგ, მაგრამ იქ იციან, რომ საღად მოაზროვნე ხალხი, ქართველები, ამას ყველაფერს სხვანაირად უყურებს“, – განაცხადა კიკაბიძემ.