თუ მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდება, სიას გავანულებთ – სამადაშვილი

ნაციონალური მოძრაობის წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ თუ მმართველ გუნდთან მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდება, ენმ–ძალა ერთობაშიას” ბლოკი სიას გაანულებს.

სამადაშვილის თქმით, სიის განულება ნიშნავს იმას, რომ აღარ იარსებებს არანაირი შემდეგი დეპუტატი.

“თუ მოლაპარაკებები დასრულდება უშედეგოდ, არავინ აპირებს და არც განიხილავს ამ პარლამენტში შესვლას. ამისთვის არსებობს შესაბამისი პროცედურები, რომლითაც ჩვენ არამხოლოდ ყველა ის დეპუტატი ვიტყვით უარს, ვინც პარლამენტში ვართ გასულები, არამედ სიის განულება ნიშნავს იმას, რომ სია აღარ იარსებებს, აღარ იარსებებს არანაირი შემდეგი დეპუტატი სიაში. არის შესაძლებელი, რომ სია მთლიანად გაუქმდეს, ფაქტობრივად. რაც ნიშნავს, რომ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობა – ძალა ერთობაშიას” ჰყავს 35 დეპუტატი, გამოვა პარლამენტიდან არა მხოლოდ 35 დეპუტატი, არამედ მთლიანად სიაც განულდება და ვერავინ ვერ შევა პარლამენტში”, – განაცხადა სამადაშვილმა რუსთავი 2–ის ეთერში.

ცნობისთვის, ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს. ისინი ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.