თუ მსოფლიო განზე გადგება, საკუთარ თავს სამუდამოდ დაკარგავს – ზელენსკი

“თუ მსოფლიო განზე გადგება, საკუთარ თავს სამუდამოდ დაკარგავს “- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგი ვიდეომიმართვის დროს განაცხადა.

”თუ მსოფლიო განზე გადგება ის საკუთარ თავს დაკარგავს. სამუდამოდ. რადგანაც არსებობს უპირობო ღირებულებები. ყველასთვის საერთო. პირველ რიგში, ესაა სიცოცხლე. სიცოცხლის უფლება ყველასთვის. სწორედ ის, რისთვისაც ჩვენ ვიბრძვით უკრაინაში. სწორედ ის, რისი წართმევაც სურთ სუსტ ოკუპანტებს. ეს ისაა, რაც მსოფლიომ უნდა დაიცვას.” – განაცხადა ზელენსკიმ.