თუ მტკიცებულება ვერ იქნება, ეს უნდა ჩაანაცვლოს ბოდიშის მოხდამ – სარჯველაძე კონტრაბანდაზე

‘თუ მტკიცებულება ვერ იქნება, ეს უნდა ჩაანაცვლოს ბოდიშის მოხდამ ” – ასე ეხმაურება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასრომლის მიხედვითაც, რუსები საქართველოს გავლით კონტრაბანდისთვის არხებს ქმნიან.

”გამორიცხულია, ასეთ ბრალდებებს და ასეთ განცხადებბს ჰქონდეს რაიმე საფუძველი, რაც მოვისმინეთ უკრაინის ცალკეული თანამდებობის პირების მხრიდან. ის მდგომარეობა, რომელშიც დღეს უკრაინა იმყოფება, გარკვეულ სიფრთხილეს გვავალდებულებს და გვზღუდავს შესაძლებლობაში, რომ რელევანტურად წარვმართოთ პროცესები ჭეშმარიტების დადგენის მიმართულებით.

რაც შეელება განცხადებებს, რომ მტკიცებულებები უნდა გამოქვეყნდეს, რა თქმა უნდა, უნდა გამოქვეყნდეს. მეტსაც გეტყვით, დაუშვებელი იყო მტკიცებულების გარეშე ასეთი განცხადების გაკეთება. თუ მტკიცებულება ვერ იქნება, რასაკვირველია, მტკიცებულება უნდა ჩაანაცვლოს ბოდიშის მოხდამ” – აცხადებს სარჯველაძე.