თუ ნამდვილად ასე ფიქრობთ, იქნებ ევროპაში თქვენი ადგილი არ არის – ესტონეთის ყოფილი პრემიერმინისტრი ტოომას ჰენდრიკ ილვესი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელშიც ის ევროპარლამენტს აკრიტიკებს, ამბობს, რომ დასავლეთს საქართველოში “მეორე ფრონტის გახსნა უნდა” და მოუწოდებს “თავის თავს მიხედოს”.
“თუ თქვენ ნამდვილად ასე ფიქრობთ, იქნებ ევროპაში თქვენი ადგილი არ არის. რა თქმა უნდა, ასეთი განცხადებებისთვის მასში [ევროპაში] ადგილი არ არის. და აბსოლუტურად კარგად იქნება მათ გარეშე, ვინც ევროპის მიმართ ასე იქცევა”, – წერს ტოომას ჰედრიკ ილვესი.